Search:
info@touristgeorgia.com . +995 591197811
TouristGeorgia

მექანიკა თუ ავტომატიკა?

თანამედროვე ავტომობილებს გააჩნიათ ორნაირი სიჩქარის კოლოფი: მექანიკური და ავტომატური. მანქანის ყიდვისას ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა თუ რომელი სჯობს. მექანიკა თუ ავტომატიკა? ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა ძნელია. როგორც მექანიკურს ისე ავტომატურს გააჩნია თავისი პლუსი და მინუსები.

მექანიკა თუ ავტომატიკა? ავტომატური კოლოფი მოსახერხებელია ქალაქში მოძრაობისას, როდესაც მძღოლს უხდება საცობებში დიდხანს დგომა. ყოველ წუთს სიჩქარეების გადართვა და მარცხენა ფეხის გამუდმებით კონუსზე ჭერა არც თუ ისე სასიამოვნოა. ავტომატური სიჩქარეების კოლოფით აღჭურვილ მანქანაში მძღოლის მარცხენა ფეხი თავისუფალია და აღარც ზოგისთვის დამღლელი სიჩქარეების გადართვა-გადმორთვა ხდება საჭირო. ავტომატური კოლოფის უპირატესობა შესამჩნევია შორ დისტანციებზე მგზავრობისას.

საქართველოში გამოცდილი მძღოლების დიდი ნაწილი მექანიკას ირჩევს. ქალებს კი მეტწილად ავტომატიკა ურჩევნიათ. ასევე ახალბედა, პრაგმატული მძღოლებიც მექანიკას ირჩევენ, რადგან თუ მძღოლმა ტარება ავტომატიკაზე ისწავლა და რამდენიმე წლის შემდეგ მექანიკაზე გადაჯდა, მას ორმაგად გაუჭირდება მექანიკური სიჩქარეების კოლოფთან შეგუება.
მექანიკური კოლოფი უფრო საიმედოდ ითვლება. ავტომატური კოლოფისგან განსხვავებით ის საშუალებას იძლევა მძღოლმა მანქანაზე სრული კონტროლი დაამყაროს. ამის წყალობით მიიღწევა სიჩქარის უფრო სწრაფად აკრეფა და ბენზინის ეკონომია.

ავტომატიკის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ბრუნების – ე.წ. “აბაროტების” მიხედვით თავისით გადაირთოს მაღალ თუ დაბალ სიჩქარეზე. ზოგჯერ ეს ბრუნები არასკმარისია, რომ გასწრება უსაფრთხოდ მოვახდინოთ. თუ ავტომატიკის ძრავი სუსტია, გასწრების დრო იზრდება. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ეს მომენტი და ავტომატიკის არჩევისას უპირატესობა მივანიჭოთ არანაკლებ 2.0ლ. მოცულობის ძრავს. როდესაც ტრასაზე გასწრებას ანუ ე.წ. “აბგონს” ვაკეთებთ ეს უნდა მოხდეს მინიმალურ დროში, რომ მოულოდნელად შემხვედრი ავტომობილი არ გამოჩნდეს. აი, სწორედ ასეთ დროს კარგია მექანიკა, რომლითაც შეგვიძლია სწრაფად ავკრიფოთ სიჩქარე და უსაფრთხოდ დავასრულოთ გასწრება.
მექანიკური კოლოფის უპირატესობებს შორის შეგვიძლია ასევე დავასახელოთ: მისი სიიაფე და ნებისმიერ დისტანციაზე მანქანის ბუქსირით გადაყვანის შესაძლებლობა.

და მაინც, მექანიკა თუ ავტომატიკა? თუკი ყოყმანობთ და არ იცით ავტომატიკას თუ მექანიკას მიანიჭოთ უპირატესობა, მაშინ გირჩევთ, რომ კარგად გაიაზროთ ჩვენ მიერ ზემოთჩამოთვლილი ნიუანსები. მაგრამ, ამავე დროს, თქვენთვის ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროთ პრიორიტებები, რადგან თუ ერთისთვის მექანიკურად სიჩქარეების გადართვა სიამოვნებაა მეორე მძღოლისთვის შესაძლოა ეს დამღლელი პროცედურაა. აქ უკეთესი და უარესი არ არსებობს. ამას მხოლოდ თქვენ, თქვენთვის წყვეტთ.

სიჩქარეების კოლოფი

სიჩქარეების კოლოფი

About the Author

Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/geotourism/touristgeorgia.com/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273