Search:
info@touristgeorgia.com . +995 591408009
TouristGeorgia

ზაფხულის საბურავები

ყველაზე ხშირად, საბურავებთან დაკავშირებით ავტომოყვარულებს ეს კითხვები უჩნდებათ: როგორ შევარჩიოთ ზაფხულის საბურავები? რომელი ფირმის ზაფხულის საბურავები ჯობია? როდის უნდა გამოვცვალოთ ზაფხულის საბურავები? ავტობულდოგი მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რაც საბურავების არჩევისას დაგეხმარებათ. თუ თქვენ ახალი ავტომობილის მფლობელი ხართ, მაშინ  ზაფხულის საბურავებზე ზრუნვა ადრეა, მაგრამ ადრე თუ გვიან (ყველაფერი დამოკიდებულია ტიპზე, ზომაზე, მარკაზე, მართვის სტილზე, ექსპლუატაციის პირობებზე, და ა.შ.), ჩვეულებრივ, დაახლოებით, 30-40 ათასი კილომეტრის გარბენის შემდეგ, ამ პრობლემის მოგვარების დრო დგება . კონკრეტულად, როდის უნდა ვიყიდოთ ახალი ზაფხულის საბურავები? თუ თქვენს საბურავს პროტექტორზე მინიმალური ცვეთის შესახებ  სპეციალური ნიშანი არ აქვს , მაშინ აუცილებელია გაზომოთ პროტექტორის სიღრმე. საბურავების პრაქტიკულად ყველა მწარმოებლის უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად, პროტექტორის მინიმალური სიღრმე უნდა შეადგენდეს 1.6 მმ. არ გირჩევთ საბურავის  მინიმუმამდე “მიყვანას”, უმჯობესია ახალი კომპლექტის წინასწარ შეძენა. ზაფხულის საბურავების ყიდვა უკეთესია გაზაფხულზე და აი რატომ:

1. საბურავის ყველა მწარმოებელი ზაფხულის საბურავების წარმოებას იწყებს ზამთრის დასაწყისში, ამიტომ გაზაფხულისთვის ყველა მსხვილი დილერი ცდილობს ბაზარი  მაქსიმალურად ფართო ასორტიმენტით უზრუნველყოს. შუა ზაფხულში შეიძლება ვეღარც იყიდოთ თქვენთვის საჭირო ტიპი-ზომის საბურავები ან შერჩეული მოდელი. საბურავები მუდმივად არასაკმარისია.
2. დამკვიდრებული აზრის მიუხედავად, რომ სეზონის ბოლოს საბურავების ყიდვა შეიძლება გაცილებით იაფად, ვიდრე სეზონის დასაწყისში, ეს ყოველთვის არ არის მართალი. ამიტომ ფასდაკლების იმედით,  გაცვეთილი საბურავით ნუ ივლით.

შემდეგ, დგება მთავარი საკითხი – რომელი საბურავი ვიყიდოთ? თუ თქვენ გაწყობთ თქვენი ძველი საბურავების მარკა,  ყურადღებას არ აქცევთ სხვადასხვა სარეკლამო აქციებს და არ გინდათ ექსპერიმენტირება ახალი ტიპის საბურავებით, მაშინ ყიდულობთ იმავე მწარმოებლის და იმავე მოდელის საბურავებს, რომლებიც უკვე გამოსცადეთ. შერჩევის მეორე ხერხი მდგომარეობს შემდეგში: გადახედეთ საზაფხულო საბურავების ყველა სიახლეს, გაეცანით ტესტებს (ავტორიტეტული გამოცემების და ორგანიზაციების ტესტები და არა “შეკვეთილი ტესტები”), გაესაუბრეთ ნაცნობ-მეგობრებს, რომლებიც გაგიზიარებენ თავის გამოცდილებას, მიიღეთ კონსულტაცია სპეციალიზებულ ცენტრებში (და არა ბაზრობაზე). ამის შემდეგ, შეგექმნებათ საკუთარი აზრი ამა თუ იმ ტიპის საბურავზე და გადაწყვეტილებასაც მიიღებთ.

თუ თქვენი მართვის სტილი მოითხოვს საბურავების გამოყენებას მაღალი ჩქაროსნული შესაძლებლობებით, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია, რადგან ასეთი საბურავების შერჩევა გაცილებით რთულია. და უკანასკნელი რჩევა – ყველა საბურავი არ ღირს იმდენი, რასაც გამყიდველი თხოულობს. თუ გინდათ იყიდოთ ზაფხულის საბურავები, გირჩევთ არ ღირს ზედმეტის გადახდა ცნობილი ბრენდის, ლამაზი დასახელებისა ან შთამბეჭდავი სარეკლამო კამპანიის გამო. არსებობს ზაფხულის საბურავები, რომლებიც ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ცნობილი მწარმოებლების საბურავებს სრულებით არ ჩამოუვარდება.

 

About the Author

Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/geotourism/touristgeorgia.com/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273